მიწოდება
პროდუქტის მიწოდების ვადები
შპს არსის მიერ პროდუქციის მიწოდება და მომსახურების გაწევის ვადები დამოკიდებულია საქმის მოცულობასა და სირთულეზე. შესაბამისად, სხვადასხვა შემთხვევაში პროდუქციის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის პოლიტიკა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხამრებელსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
კონკრეტულად:
მარტივი ნაკეთობის (კონკრეტული ნაკეთობა სადა დიზაინით, ჩუქურთმების, შუშისა და სხვა დამატებითი დეტალების გარეშე) შეკვეთის შემთხვევაში დამზადება/მიწოდების ვადა განისაზღვრება შეკვეთის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 კვირა;
რთული ნაკეთობის (კონკრეტული ნაკეთობა ჩუქურთმებით, შუშით ან/და დამატებითი დეტალებით) შეკვეთის შემთხვევაში დამზადება/მიწოდების ვადა განისაზღვრება შეკვეთის დადასტურებიდან არაუგვიანეს 1 თვე;
დიდი შეკვეთა გულისხმობს მომხმარებლის მიერ რამდენიმე პროდუქტის ერთდროულად შეკვეთას, რაშიც იგულისხმება, როგორც სხვადასხვა სახეობის პროდუქტის შეკვეთას, ასევე, ერთი სახეობის რამდენიმე ერთეული პროდუქტის დამზადებას.
პროდუქტის დამზადების/მიწოდების პერიოდი დამოკიდებულია შეკვეთის მოცულობასა და სირთულეზე; პროდუქტის დამზადების/მიწოდების მაქსიმალური ვადა არ აღემატება 5-6 თვეს შეკვეთის დადასტურებიდან.
პროდუქტის მიწოდების საფასური
უფასო მიწოდება – ჩვენთან უფასოდ პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისი მოქმედებს თბილისი-რუსთავის მასშტაბით და აღნიშნულ ქალაქებთან ახლოს მდებარე რეგიონებში.
საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე ტრანსპორტირებას კილომეტრზე ემატება 2 ლარი
დაბრუნების პოლიტიკა
შპს არსისთვის თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, კერძოდ თავდაპირველად ირიცხება ავანსი, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ იხდით დარჩენილი მომსახურების ღირებულებას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დაარღვევს პირობებს, მან უნდა აუნაზღაუროს დამკვეთს დარღვევით მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული პროდუქტი აღმოჩნდება ნაკლის/ხარვეზის მქონე, მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის განმავლობაში მოითხოვოს პროდუქტის დაბრუნება თუ დასაბუთებული იქნება მომხმარებლის მართებულობა პროდუქტის ხარვეზთან/ნაკლთან დაკავშირებით.
თუ დასაბუთებული იქნება მომხმარებლის მართებულობა პროდუქტის ხარვეზთან/ნაკლთან დაკავშირებით, მომხმარებელს თანხა სრულად უბრუნდება ხარვეზის დადასტურებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.








